სრული სამშენებლო
მომსახურება და არა მარტო

რესტორნის რემონტი

იმისათვის, რომ თქვენი რესტორანი ყოველთვის პოპულარულობით სარგებლობდეს და ბევრი მომხმარებლისთვის საყვარელი ადგილი გახდეს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ინტერიერს.

რესტორანი უნდა იყოს მყუდრო და აუცილებელია, რომ მომხმარებელმა თავი შინაურ გარემოში იგრძნოს. ამავე დროს საჭიროა, რომ თქვენი რესტორანი დროს აჰყვეს, იყოს ელეგანტური და პასუხობდეს თანამედროვე ტენდენციებს.

რესტორნის დიზაინი უნდა იყოს უნიკალური და დასამახსოვრებელი, რათა ახალ სტუმარს არასოდეს დაავიწყდეს აღნიშნული ადგილი და სურდეს ისევ და ისევ  დაბრუნება.

რესტორნის შენობის დიზაინირების ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია იმის პროგნოზირება, თუ რომელი დიზაინი იქნება ყველაზე პოპულარული, რათა ვიზიტორებს არაერთხელ მოუნდეთ თქვენს რესტორანში დაბრუნება.

საიდუმლო არ არის, რომ რესტორნების ბიზნესი საკმაოდ პოპულარულია და საკმარისზე მეტი კონკურენტია – რესტორნის განახლება/გარემონტება კი საშუალებას მისცემს თქვენს დაწესებულებას, რომ დროს ფეხი აუწყოს და კონკურენტებს აჯობოს.

გარდა იმისა, რომ რესტორნის განახლება უნდა იყოს მიმზიდველი მომხმარებლისთვის, ის ასევე უნდა შეესაბამებოდეს სანიტარული კონტროლის სტანდარტებს და აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ჩვენი კომპანია თქვენს რესტორანს ელეგანტურსა და მიმზიდველს გახდის და ჩვენ მიერ გაკეთებული რემონტი ყოველთვის საიმედო და გამძლე იქნება. „ბილდეს“ პროფესიონალი დიზაინერები, არქიტექტორები, მენეჯერები, ინჟინრები და მუშები თქვენი რესტორნის განახლებაზე იზრუნებენ და ჩვენ შეგვიძლია მათი პროფესიონალიზმისა და მუშაობის ხარისხის გარანტია მოგცეთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდში მხოლოდ საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ  და რაც მთავარია, ჩვენ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ.

რესტორნის ინტერიერის გაფორმება უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ყველა მოთხოვნას. გარდა იმისა, რომ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილ სტანდარტს, ჩვენ ასევე დავრწმუნდებით, რომ შიდა გაფორმება არის ლამაზი, თანამედროვე და შესანიშნავად ჯდება თქვენი რესტორნის დიზაინში.

რესტორნის გარე გაფორმებითი სამუშაოები ასევე ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან შენობების ექსტერიერი დროთა განმავლობაში გარე ბუნებრივი ფაქტორების გავლენას ექვემდებარება. ამიტომ საჭიროა, რომ სამშენებლო მასალები იყოს ძლიერი, გამძლე და ჰქონდეს უმაღლესი მედეგობა სხვადასხვა ამინდისადა მიუხედავად.

დეტალებზე დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ

მოგვწერეთ Facebook - ზე

დაგვიკავშირდით Whatsapp- ზე

ან დაგვიტოვეთ ნომერი და გადმოგირეკავთ

დაგვიკავშირდით,
ერთად გავიაროთ დეტალები

დაგვირეკეთ

მოგვწერეთ Facebook - ზე

დაგვიკავშირდით Whatsapp- ზე

ან დაგვიტოვეთ ნომერი და გადმოგირეკავთ