ყველამ იცის, რომ ოფისის დიზაინი დიდ გავლენას ახდენს კომპანიის შესახებ კლიენტის პირველ შთაბეჭდილებაზე, ამიტომ, თქვენი ბიზნესის წარმატებული განვითარებისათვის, თქვენ უნდა იზრუნოთ ოფისის მიმზიდველობაზე, რათა მან ასახოს თქვენი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. ამავე დროს საჭიროა, რომ ოფისის ინტერიერი შერწყმული იყოს მის დონესთან.
ოფისების რემონტი და გაფორმება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა კატეგორიის საოფისე შენობის განახლებას.
ოფისის ტიპიდან და თქვენი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავებთ შესაბამის პროექტს, გავითვალისწინებთ თქვენს ყველა წინადადებასა და სურვილს, გავაკეთებთ გამოთვლებს, ვაწარმოებთ შეფასებას, შევარჩევთ საჭირო მასალებს და გავაკეთებთ რემონტს უმაღლესი ხარისხის დაცვით.
ოფისის პროფესიული რემონტი და გაფორმება რთული და შრომატევადი პროცესია, მაგრამ ჩვენი კომპანიის სპეციალისტები მათზე დაკისრებულ ყველა დავალებას გაუმკლავდებიან. თქვენ მიიღებთ სივრცეს, სადაც თქვენი თანამშრომლები კომპანიის სასიკეთოდ შეძლებენ ენერგიის დახარჯვასა და მუშაობას. ამასთან, პოტენციურ კლიენტებსა და ბიზნეს პარტნიორებს საუკეთესო შთაბეჭდილება ექნებათ თქვენზე და კომპანიაზე.
ოფისების რემონტი და გაფორმება იწყება არა მასალების შეძენით, არამედ დიზაინის პროექტის შემუშავებით. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა განსაზღვროთ რისი მიღება გსურთ. ნებისმიერი საოფისე ფართი, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ადგილია და იმისდა მიუხედავად, რომ ოფისი მიმზიდველი უნდა იყოს, არ უნდა დაგვავიწყდეს თქვენი თანამშრომლებისთვის კომფორტული პირობების შექმნა.
ოფისის რემონტისას მთავარი პირობაა, რომ შეიქმნას ბალანსი მიმზიდველობასა და პრაქტიკულობას შორის.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ოფისის რემონტსა და გაფორმებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურების სრული სპექტრი:
- წინასწარი გათვლები და ბიუჯეტირება
იმ შემთხვევაში თუ ჩვენ აგვირჩევთ, თქვენ მიიღებთ უმოკლეს ვადაში გარემონტებულ ოფისს საუკეთესო ხარისხით და რა თქმა უნდა, მისაღებ ფასად.
ოფისის რემონტი მოიცავს როგორც ძირითად, ასევე კოსმეტიკურ რემონტს, რომელიც ხორციელდება ინოვაციური სამშენებლო მასალების გამოყენებით. ასეთი რემონტის ღირებულება იზრდება მასალების ღირებულებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენი კომპანია თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე აუცილებლად შეძლებს საუკეთესო გზის პოვნას.