წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სახლის საფუძველი დაიშალა, ნახევარი წლის შემდეგ კედელი გაიბზარა და სახლის გარშემო ბილიკი ყოველთვის სველია. ერთი რამ ნამდვილად ცხადია სახლში რაღაც რიგზე ვერ არის.
სწორედ იმიტომ, რომ ეს არ მოხდეს ჩვენ ვითვლით თითოეული სახლის გამძლეობას. კონსტრუქციული დიზაინი გულისხმობს სახლზე არსებული დატვირთვის გამოანგარიშებას. საჭიროა, რომ შენობა სწორედ აშენდეს, მისი თითოეული ელემენტი სწორედ იყოს დაგეგმილი, მათ შორის: აივანი, სარდაფი, კიბეები და სხვა.
კონსტრუქციული დიზაინი პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ უნდა ავაშენოთ სახლი ისე, რომ მან გაუძლოს, როგორ გავაკეთოთ კედელში გასასვლელი, ისე, რომ არ ჩამოიშალოს, როგორ ავაშენოთ მიწისქვეშა ავტოფარეხი და სხვა.
აქედან გამომდინარე სწორი კონსტრუქციული დიზაინის გარეშე მშენებლობა სახიფათო და ყოვლად დაუშვებელია. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ რისკები, რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს შესწავლილი და სულ მცირე შეცდომისგანაც კი დაზღვეული ვიყოთ, რაშიც ჩვენი კომპანია აუცილებლად დაგეხმარებათ.
კონსტრუქციული ალბომი პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ის პასუხობს კითხვას, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ის, რაც ჩაფიქრებული გვაქვს.